პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

26.08.20 18:00


პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქმიანობა შეაჯამეს და საქართველო-აზერბაიჯანის ახალ დღის წესრიგზე იმსჯელეს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებში, ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის ელჩმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს დურსუნ ჰასანოვს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის და მომავალ დიპლომატიურ სამსახურში წარმატებები უსურვა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები