პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი

28.08.20 18:00


წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

 

„მიხეილ სააკაშვილის ბოდიში არის იძულებითი. რვა წლის განმავლობაში ერთხელ რომ არ მოიხდი ბოდიშს და რვა წლის შემდეგ, ისევ არჩევნებზე ქულების დასაწერად და ძალაუფლებისთვის რომ იხდი ბოდიშს, ამის არავის სჯერა. ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში. თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებაზე ქონებების წართმევაზე – ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობაა. მას ელოდება მართლმსაჯულება, რადგან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე. მისი ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ 7 სექტემბერს წარადგენს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამშობლოში ბრუნდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები