პოლიტიკა
31.08.20 11:00
პოლიტიკური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის გუნდთან ერთად რეგიონულ შეხდრებს ზუგდიდის რაიონის ამომრჩევლებთან აგრძელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან" აცნობეს, ვაშაძე მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნო, თავის მხრივ კი, ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
„ზუგდიდის რაიონის სოფლები შემოვიარე და დღეს უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალი დამხვდა, ვიდრე ერთი თვის წინ. გაიზარდა კრიმინალი, საკმაოდ, მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა. დღეს კიდევ მეტი მოხუცი თუ ახალგაზრდა დამხვდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს. ეს არის ის, რაც მოიტანა „დამსხვრეული ოცნებების" , ივანიშვილის მთავრობამ ბოლო რვა წლის განმავლობაში. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ქალაქი და სოფელი აყვავდებოდა, რომ სამართლიანობა იზეიმებდა ქვეყანაში. სწორედ, აქ იდგნენ ზუგდიდში, თქვენთან ერთად, თქვენს წინაშე და გასცემდნენ უპირობო დაპირებებს, რომ საქართველოში არ იქნებოდა არცერთი დაჩაგრული ადამიანი", - განაცხადა ვაშაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებთან საუბრისას.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებელის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი გაშაძე „დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დაპირებებს შეეხო, რომელიც, მათივე მტკიცებით, 8 წლის განმავლობაში არ შესრულებულა.
ამასთან, ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის სამეგრელო არის დავიწყებული რეგიონი. კერძოდ, ვაშაძის მტკიცებით, მათ არ აინტერესებთ, რომ მოქალაქეები მარტო დარჩებიან სიღარიბესა და დანაშაულთან; მათ არ ადარდებთ, რომ ხალხი ცხოვრობს შიშსა და უიმედობაში და ამ ფონზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ.
„კითხვა მაქვს თქვენთან - ცხოვრობთ ახლა ბევრად უფრო კარგად, ვიდრე რვა წლის წინ ცხოვრობდით? გაუმჯობესდა საქართველოში სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობა, ვიდრე რვა წლის წინ იყო? იქმნება სამუშაო ადგილები ქვეყანაში? სამწუხაროდ, პოზიტიურს ვერაფერს მეტყვით. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს საქართველოშია, ეს არის ის უმძიმესი რეალობა.
რვა წლიანმა „დამსხვრეული ოცნებების" მთავრობამ დაამსხვრია საქართველოს პერსპექტივა, თვითონ გამდიდრდნენ - ხალხი გაღარიბდა, ამ ფონზე კი, კრიმინალი გამძვინვარდა. სამი უმძიმესი პრობლემა, რომელიც დღეს ახლა ქვეყანაში გვაქვს -პირველი ეს არის შიმშილი, სიღარიბე და გაუსაძლისი გაჭირვება რაც ქვეყანაში მოიტანა ამ მმართველობამ, მეორე - გამეფებული კრიმინალი, მესამე - სრული მორღვევა ჩვენი საგარეო ვექტორის. აი, ეს მოიტანა „ქართული ოცნების" მმართველობამ". ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს გვიწესებს ჩვენ, საქართველოს, მაშინ როცა ნომერ პირველი პარტნიორები ვიყავით რეგიონში. არ ვაპირებ შევეგუო ამ უსამართლობას, ამას არ დავუშვებ”, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა.
გიორგი ვაშაძე „ოცნების“ მთავრობის მხრიდან დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიასაც შეეხო და ამომრჩევლებს კითხვებით მიმართა.
„ამ დღეებში, არაერთი პრეზენტაცია ჰქონდა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და ისევ და ისევ უამრავ დაპირებებს გასცემენ და გუშინ მოვისმინე, რომ ყველა სოფელში გზა უნდა გავიყვანოთ! კითხვას ვსვამ, სად იყავით რვა წელი? რატომ არ გაიყვანეთ ეს გზა? თეთრიწყაროში ჩავიდნენ და მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. სად იყავით რვა წელი და რატომ არ მოაგვარეთ ეს წყლის პრობლემა? მითხარით სად არის ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელსაც ჰპირდებოდით. რატომ არ არის არცერთი საქართველოს მოქალაქე, თქვენი ნათესავ-მეგობრების გარდა, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო ამ ქვეყნის განვითარება? როდემდე უნდა მოატყუოთ ხალხი? როდემდე უნდა დაჩაგროთ საქართველოს მოსახლეობა? როდემდე უნდა გაუქროთ მომავლის რწმენა ქართველ ახალგაზრდებს? როდემდე უნდა ძარცვოთ პენსიონრები, რომლებიც 36%-იან სესხს იხდიან „ლიბერთი ბანკში"? როდემდე უნდა ამყოფოთ უმძიმეს მდგომარეობაში დევნილები, რომლებსაც კაპიკებს აძლევთ და საცხოვრებლითაც კი ვერ უზრუნველყავით ამ რვა წლის მანძილზე?“ - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე მისასალმებელ სიტყვაში საკუთარ სამშობლოში იძულებით გადადგილებულ თანამოქალაქეების პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება ამ უსამართლოდ დევნილი ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში მშვიდობიანი ღირსეული დაბრუნება“.
„ჩემი პოლიტიკაში ყოფნის უპირველესი მიზანიც სწორედ ეს არის. ეს არაა საარჩევნო დაპირება, ეს ჩემი ცხოვრების არსია, რისთვისაც დღეს მე აქ თქვენს წინაშე ვდგევარ.
ესაა სწორედ, სტრატეგია აღმაშენებელი უმთავრესი და უპირველესი ამოცანა - ერთიანი ძლიერი საქართველო”, - განაცხადა ვაშაძემ.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამოქმედო გეგმებიც გააცნო.
„ყველა იმ შეუსრულებელ დაპირებაზე პასუხი ჩვენ ერთად უნდა გავცეთ 31 ოქტომბერს. ჩვენ უნდა ვუთხრათ „დამსხვრეული ოცნებების" პარტიას, რომ დამთავრდა ტყუილები, დამთავრდა ეს უბედურება და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. აღმშენებლობაა „დამსხვრეული ოცნებების პარტიის" ერთადერთი ალტერნატივა. 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს ჩვენ - აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების" პარტია, საქმის კეთება ან ეს გაუსაძლისი გაჭირვება, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება! რეგონის ლიდერის ფუნქციის დაბრუნება საქართველოსთვის ან ჩაკარგვა მთელს რეგიონში, აშშ-ს მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა ან სანქციები, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს. სტრატეგია აღმაშენებელი არის იმის რწმენა, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, რომლითაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი შვილები და თაობები იამაყებენ. ეს აღმშენებლობის ახალი ერა დაიწყება 31 ოქტომბრიდან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24