პოლიტიკა

კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმებით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს

31.08.20 11:30


ყველა ვთანხმდებით, რომ როგორც აქ, ისე ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რასაც სჭირდება მოგვარება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმებით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, ეტაპობრივად მოვაგვაროთ პრობლემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხელვაჩაურში განაცხადა, სადაც პარტიამ მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატებად ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

 

კახა კალაძის თქმით, ალბათ, არავისთვის არის საიდუმლო, რომ აჭარა, მთლინად ეს მხარე ტოლერანტობის, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის განსაკუთრებულ ტრადიციას ინახავს. მისვე თქმით, სწორედ აჭარაში განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ საკუთარი სამშობლოს, რეგიონის განვითარებაზე.

 

„ამ მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ყველამ კარგად იცის, რომ შუა საუკუნეებში აღნიშნულ ტერიტორიებს მთლიანად დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ამ ადგილებში გვხვდება შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლები. ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის უნიკალური მონაპოვარია, რაც თითოეულ ჩვენგანს სიამაყით ავსებს, თუმცა, აუცილებელია , რომ ყველამ ერთად ხელვაჩაურის სამომავლო განვითარებაზე ვიზრუნოთ, რასაც ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული საქმით ამტკიცებს. განვლილი 8 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელდა უამრავი მასშტაბური პროექტი - დაიგო გზები, განვითარდა ინფრასტრუქტურა, ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროგრამების საშუალებით სახელმწიფოსა და მოქალაქეების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები ვიხილეთ სოფლის მეურნეობაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვაში განხორციელებული რეფორმები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამს, რითაც შესაძლებლობა აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ როგორც აქ, ისე ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რასაც სჭირდება მოგვარება და მოწესრიგება.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმებით ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, ეტაპობრივად მოვაგვაროთ ეს პრობლემები, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა და ბოლო წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ყოველღიურად ვხედავდით, თუ რამხელა ძალა აქვს ამ ერთობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვიშრომოთ თითოეული სოფლის წარმატებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტის, ქალაქის წარმატებისთვის. ერთად უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები, ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები