პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი - თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება - შევცვალოთ ოპოზიცია!

31.08.20 14:00


ქართული პოლიტიკური სივრცე ორი ძალის დაპირისპირების ასპარეზად იქცა.

 

ურთიერთბრალდებებმა და კინკლაობამ ჩვენი ყოველდღიური რეალობა წალეკა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა, რაც დამღუპველია საქართველოს მომავლისა და განვითარებისთვის, - ამის შესახებ განცხადება პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების მინიმუმამდე დაყვანა ქართულ პოლიტიკაში, რათა მეტი ასპარეზი მიეცეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებას „ქართული ოცნების“ მიმართ.

 

„თუ გვინდა შევცვალოთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება.

 

იმისათვის, რომ არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩეველს მხარი დაუჭიროს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე კანდიდატს.

 

ჩვენ მთელ ძალებს მივმართავთ პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად.

 

პარლამენტში მოვხვდებით სერიოზული წარმომადგენლობით და გადამწყვეტ გავლენას მოვახდენთ ქვეყნის განვითარებაზე.

 

14 სექტემბერს ჩვენ წარვადგენთ საარჩევნო პლატფორმას და პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც პარტიის პროპორციულ სიაში იქნებიან.

 

თუ გვინდა შევცვალოთ საქართველოს მომავალი, მხარი დაუჭირეთ პარტიას „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

გია ჟორჟოლიანის განცხადებას პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები