პოლიტიკა

ბაჩალიაშვილის ტრაგედიით სპეკულაცია და სუს-ის დისკრედიტაცია დაუშვებელია - ირაკლი სესიაშვილი

01.09.20 10:15


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებების უკან სუს-ის დისკრედიტაციის მცდელობა დგას.


"სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს სჩვევიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა საშუალების გამოყენება და ხდება იმ სამსახურის და სამწუხაროდ, კონკრეტული პირების დისკრედიტაცია, რომელთა უწყებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის და ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ თავიანთი სიცოცხლე არაერთხელ გაურისკავთ ქვეყნის ინტერესებისთვის. მე მესმის, რომ ოჯახის წევრები ძალიან მძიმე ემოციურ ვითარებაში არიან, თუმცა, პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემებით სპეკულაცია და ერთგვარი ჩარევა იკვეთება.

 

შევეხები იმ განცხადებებს და მოწოდებებს, რაც უკავშირდება თითქოსდა იარაღით ვაჭრობას, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზნები, აქ არის თემები, სადაც ჩვენ ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ, მითუმეტეს, როცა ვსაუბრობთ რეალობას აცდენილ ფაქტებზე და ცხადია, როცა საქმე ეხება ჩვენს მეზობლებს და მათ შორის არსებულ კონფლიქტებს, ჩვენი ქვეყნის მიზანმიმართულად ჩართვის სურვილი ააშკარავებს მათ პოლიტიკურ მიზანს" - ამბობს სესიაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები