პოლიტიკა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

01.09.20 11:30


გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე, გაგრძელდება.

 

სასამართლო ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს. გამოიკითხებიან აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სამართალდამცველებიც.

 

სასამართლო პროცესს კვლავ მხოლოდ 5 არასრულწლოვანი დაესწრება, რადგან ბრალდებული ზ.ხ. გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და მასთან არ თანამშრომლობს.

 

31 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის დაკითხვისას ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რის გამოც შესვენება გამოცხადდა და პროცესი დღეს გაგრძელდება.

 

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული.

 

მათგან 5-ს გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობას, ხოლო 12 პირს ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები