პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ მომზადებული მემორანდუმის ხელმოწერაზე

01.09.20 13:00


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას დადებითი, პოზიტიური წინასაარჩევნო დღის წესრიგი ექნება.

 

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტიას საარჩევნო კამპანიაში პოზიტიური დღის წესრიგი ექნება.

 

„ბუნებრივია, ჩვენს კამპანიას ავაგებთ საზოგადოებასთან საუბარზე. ჩვენ აუცილებლად დადებითი, პოზიტიური დღის წესრიგი გვექნება კამპანიაში და ესაა ჩვენი მოწოდება სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ. დღემდე იყო რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის მაგალითად, რუსთავში იყო კამპანიაში ხელის შეშლის მცდელობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ფართო მასშტაბს არ შეიძენს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციურ პარტიებს, რომ სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საარჩევნო კამპანიას. სამწუხაროა, რომ მათ უარი თქვეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ მომზადებული მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ეს გამოხატავს მათ დამოკიდებულებას საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.

„ქართული ოცნება მზად იყო ხელი მოეწერა ამ მემორანდუმზე“,-აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები