ეკონომიკა
10.09.20 11:45
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოში, საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მდგრადია.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის, ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სიებში. აღნიშნულია, რომ „საქართველო 2020“ ეკონომიკური სტრატეგია ბიზნესისთვის მომგებიან პოლიტიკას და ინკლუზიურ ზრდას ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით.
„თუმცა, ზოგიერთი კომპანია გამოთქვამს მზარდ უნდობლობას სასამართლო სექტორის უნარისადმი, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად ან კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნესდავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს უჩივიან, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელების ნაკლოვანებებს, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობას, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევით აღსრულებას და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების მოგვარებისას არსებულ სირთულეებს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ანაკლიის პორტზე.
„ტრანზიტი და ლოჯისტიკა საქართველოში პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველოს სურს, ისარგებლოს ქვეყნის გავლით აღმოსვლეთ-დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები გაზარდა. თუმცა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2016 წელს მისი თავდაპირველი კონტრაქტის შემდეგ, ბევრჯერ დაგვიანდა და გადავადდა. მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კონტრაქტი 2020 წელს შეაჩერა, რადგან კონსორციუმმა საკმარისი კაპიტალი ვერ მოაგროვა.
თუმცა, მთავრობა მაინც აპირებს ანაკლიის პორტის აშენებას და პროექტზე ტენდერის ხელახლა გამოცხადებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ლოჯისტიკისა და პორტის მშენებლობის კომპანიებმა დაიწყეს ფოთის პორტის განვითარებისა და გაფართოების სამუშაოები, რომელიც საქართველოში ამჟამად ყველაზე დიდი პორტია.
„პეის ჯგუფმა“ წამოიწყო 120-მილიონიანი პროექტი ფოთის ნავთმშენებელი ქარხანის ადგილას ახალი პორტის ტერმინალის ასაშენებლად. ამასთან, „ეიპიემ ტერმინალმა“ 2019 წელს დააანონსა, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას გეგმავს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ გასხვისების თაობაზე დავები საქართველოში ხშირი არ არის, თუმცა 2012 წლამდე, წინა მთავრობის ქვეშ, აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს ისტორიული მფლობელობის უფლებების არაკანონიერი გაუქმების ფაქტები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე.
„წინა მთავრობისას ასევე ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და არსებობს ვარაუდი, რომ მათ იძულების წესით ახორციელებდნენ“, – წერია ანგარიშში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24