საზოგადოება

“8 ათასი წლის ქართველებმა იფიქრეს, რომ შეეძლოთ საუკეთესო სასმელი ეწარმოებინათ”

08.09.16 20:20


“საქართველო ესაა ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს”, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონგრესის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ყველაზე ცოცხალი ერია, რომელსაც მდიდარი კულტურა და ტრადიციები გააჩნია.

,,ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე ლამაზ ქვეყანაში მსოფლიოში და მე ზუსატად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. საქართველო ძალიან ლამაზია, არა მხოლოდ თავისი ბუნებით, მთებით, მისი რვაათასწლიანი ღვინის ისტორიითა და ულამაზესი ხალხით, არამედ, ის ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე ცოცხალი ერია მსოფლიოში. ულამაზესი ქართული ტრადიციული სიმღერა, რომელიც გვაჯადოებს ყველას. ღვინო არის ცხოვრების განსახიერება. ის არის სიმბოლო იმ ყველაფრისა, რაც გვაძლევს უფლებას, რომ სიამოვნება მივიღოთ ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსგან.

8 ათასი წლის წინ ეს დაიწყო სწორედ აქ, სწორედ საქართველოში. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ მათ შეეძლოთ საუკეთესო სასმელი ეწარმოებინათ, საუკეთესო პროდუქტი ყურძნისგან, რომელიც ათასობით წლები შენარჩუნდებოდა. ერთი წუთით დაფიქრდით, ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც ნორმას, თუმცა მათ ეს აქ დაიწყეს, სწორედ საქართველოში იფიქრეს. მათ ეს აქ განავითარეს და შემდეგ მთელმა სამყარომ ასევე დაიწყო ამის გაზიარება და ალბათ უზენაესია ის, რომ სწორედ საქართველოში ვატარებთ ღვინის ტურიზმის პირველ კონფერენციას, იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას საქართველოში მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 250 დელეგატი ესწრება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები