პოლიტიკა

"ლელომ" კიდევ 12 ახალი წევრი ქალი წარადგინა

16.09.20 10:15


დღეს "ლელომ" ქალთა საბჭოს მთაწმინდის რაიონის 12 ქალი წევრი წარადგინა.

ღონისძიებას „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი მედეა მეტრეველი და მთაწმინდა-კრწანისის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე დაესწრნენ.

 


„ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის თქმით, პარტია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ქალების როლის გაძლიერებაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, სწორედ ამიტომ "ლელო" ქალების აქტიურობას უწყობს ხელს.

 

"დღევანდელი ღონისძიება დასაწყისია ქალების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისა და გენდერული თანასწორობის უმთავრესი პრინციპების განმტკიცების.

ქალების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურება ხელს შეუწყობს ისეთი სახელმწფო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ოჯახების წინაშე არსებული პრიორიტეტების გამოკვეთაზე, ჩვენი შვილების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფაზე, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების ეფექტურ მოგვარებაზე. „ლელოს" ქალთა საბჭოს წევრების წარდგენა მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება. პარტიამ უკვე წარადგინა „ლელოს" ქალთა საბჭოს წევრები ისნის რაიონში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში,"- განცხადა მედეა მეტრეველმა.

 

"საქართველოში ქალების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათი ეკონომიკური არის თავისუფლება"- ამის შესახებ "ლელოს" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ქალის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

"ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას, რადგან ამის უკან დგას სხვა ყველა საკითხი. ეკონომიკური პრობლემები მათ დაბრკოლებას უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მათ წარმატებას უნდა შევუწყოთ ხელი და მჯერა, რომ "ლელო" ამას მოახერხებს,"- განაცხადა საბა ბუაძემ.

 

"ლელოს" ქალთა საბჭოს მთაწმინდის რაიონის 12 ქალი წევრი:

 

ნანა მშვენიერაძე, მანანა აბულაძე, ნინო მამარდაშვილი, ცირა გოგუაძე, მაია გეგეჭკორი, მანანა ჯიქია, მარიამ კანდელაკი, თინათინ ფათრეკაშვილი, ლია ანდრიაშვილი, ნინო ბიჭაშვილი, ანი ყაჭეიშვილი, ლალი ქევხიშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები