პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მივესალმები სააკაშვილის რთველში მონაწილეობას, ოღონდ ბადრაგის თანხლებით!

12.09.16 20:15


„მივესალმები სააკაშვილის რთველში მონაწილეობას!“ – აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი“ პეტრე მამრაძე გაზეთ ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

როგორც პეტრე მამრაძე გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და გამოძიებასთან ითანამშრომლმებს, შესაძლებელია ბადრაგის თანხლებით და წახალისების მიზნით, როგორც პატიმარმა, რთველში მონაწილეობაც მიიღოს.

„მივესალმები სააკაშვილის რთველში მონაწილეობას! მას ოცნების ასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუ ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში და როგორც სამაგალითო პატიმარი, ასე იქნება ეტაპირებული თავის ვენახში! დიახ, სააკაშვილმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აღიაროს თავისი უთვალავი, ამაზრზენი დანაშაული და რა პრობლემაა, წახალისების მიზნით, რთველში მონაწილეობის უფლებას მისცემენ, ბადრაგის თანხლებით! “, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი საქართველოში შემოდგომით, რთველში მონაწილეობას მიიღებს.

„შემოდგომაზე რთველს კახეთში, ჩემს ვენახში უნდა შევხვდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები