პოლიტიკა

გახარია: დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციას დიდი წვლილი მიუძღვის

15.10.20 16:00


„დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ, დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი გამოძიების პრეროგატივაა.

 

„რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ბატონმა ნოღაიდელმა, სრულად გამოძიების პრეროგატივაა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის. თან მითუმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება მასზე არ იქნება რაღაც სიახლე. ამიტომ, ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენცია და ვერანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ინფორმაციისთვის, დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. მისი თქმით, გარეჯის სამონასტრო კომპლესის ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან დავის საკითხი, პირველ რიგში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაა.

 

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების განცხორციელების ფაქტზე ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი არიან დაკავებული.

 

მათ ბრალი 308-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც საჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები