პოლიტიკა

სოციალური მუშაკები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპზე ვაქცინაციას ითხოვენ

16.10.20 13:20


სოციალური მუშაკების პროფესიული გაერთიანების განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში, რომელიც გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხას მოიცავს, სოციალური მუშაკები ვერ მოხვდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ არც პანდემიისას შეუჩერებიათ მუშაობა და დღემდე აგრძელებენ მოქალაქეების საკეთილდღეოდ მუშაობას.

 

სოციალური მუშაკების განცხადებით, ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე არიან როგორც სახელმწიფო უწყებებში ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკები და მიუხედავად იმისა რომ დამსაქმებელს შესაძლოა ჰქონდეს გამოხატული მზაობა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის, პირისპირი ინტერაქციის აუცილებლობა ხშირად გრდაუვალია სოციალური მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე:

 

“სოციალურ მუშაკებს უწევთ რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევევბზე, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების პრობლემებზე, ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ბენეფიციარების პრობლემებზე და სხვა. აქვთ პირისპირი კომუნიკაცია ასევე რისკ ჯგუფებთან და იმყოფებიან ვირუსით ავადობით მაღალი რისკის ქვეშ. მეორე მხრივ კი თავადაც შესაძლოა წარმოადგენდნენ ვირუსის გავრცელების წყაროს” – აცხადებენ სოციალური მუშაკები.

 

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული გრიპის ვაქცინა ხელმიუწვდომელია იმ მოქალაქისთვის, რომელიც არ არის მიჩნეული რისკ ჯგუფად.

 

შესაბამისად, სოციალური მუშაკების გაერთიანება მიმარტავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროილისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვს ეროვნულ ცენტრს რისკ ჯგუფების ჩამონათვალში შეიყვანონ სოციალური მუშაკები.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები