პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე 13-14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში იმსჯელებს

12.09.16 21:35


ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე 13-14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ევროპულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე დაგეგმილია ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხის განხილვა უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვისაც.

წყაროს ცნობით, ოქტომბერში დაგეგმილ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირი ამჟამად უვიზო მიმოსვლის ე.წ. „შეჩერების მექანიზმის“ შემოღებაზე მუშაობს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები