პოლიტიკა

"ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და მთლიანობაში ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს"- სამადაშვილი

19.10.20 13:00


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, გუშინ გამოქვეყნებული IPSO-ს კვლევები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და მთლიანობაში ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.


მისივე განცხადებით, ამავე კვლევების თანახმად ნათელია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შოპრის დიდი უპირატესობით სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სარგებლობს.

 

„პირველ რიგში ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში კონსესუსი შემდგარია - ქართველ ხალხს ხელისუფლების შეცვლა სურს და ბიძინა ივანიშვილს სრულად აქვს დაკარგული ამომრჩევლის ნდობა.


ამ კვლევით დადასტურდა, რომ გაცილებით დიდი უპირატესობა ექნება სწორედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის გარშემო შექმნილ კოალიციას. შესაბამისად მთავარი და წამყვანი ძალა ხელისუფლების ფორმირებაში სწორედ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება იქნება.“- აცხადებს დეპუტატი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები