პოლიტიკა
20.10.20 15:40
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული მდგომარეობა ადგილობრივ შტაბთან განიხილა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ესაუბრა, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრი დეტალურად გაეცნო რეგიონში არსებულ ზოგად ეპიდვითარებას, ასევე კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებულ მდგომარეობას.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ვითარება შედარებით დასტაბილურდა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ასევე მოგვარებულია ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული პრობლემები. ამასთან, კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე იმყოფება კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენელი, კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია. ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში წარმოქმნილი ხარვეზები ამ ეტაპზე აღმოფხვრილია და პაციენტების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აჭარაში სისტემა გამართულად მუშაობს.
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 19 ოქტომბერს აღდგა.
დარჩენილი შეზღუდვებიც, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შესაბამისად, ეტაპობრივად მოიხსნება. რეგიონში დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესს შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად აკონტროლებენ.
პრემიერ-მინისტრი აჭარაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ შტაბთან ვიდეოკონფერენციებს რეგულარულად განაგრძობს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24