საზოგადოება

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საქართველოში - ერთ-ერთ კლინიკაში 30 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა

21.10.20 12:20


კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საქართველოში - ერთ-ერთ კლინიკაში 30 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა.

 


ფაქტი მედიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურდა.

 

გამყრელიძე არ აზუსტებს, სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული, თუმცა აღნიშნა.

 

მისი თქმით, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში.

 

 


"სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დანარჩენი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები