პოლიტიკა

კობახიძე: მედიაში თავდამსხმელთან დიალოგი, სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს

22.10.20 10:45


„როდესაც ასეთი მძიმე რამ ხდება, 19 ადამიანის სიცოცხლე იდგა რისკის ქვეშ, ასეთ დროს ცდილობ, პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პოლიტიკური მოროდიორობა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებაში შევიდა მედიის წარმომადგენელი, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს. საუბარია ტელეკომპანია „მთავარ არხზე“.

 

„დიალოგი, რაც მოლაპარაკების სახით შედგა, სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს. პრაქტიკულად გაამძაფრა რისკი, რომლის ქვეშაც იდგნენ მძევლები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს თავდამსხმელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები