პოლიტიკა

გია ვოლსკი - კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ამაზე ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც

22.10.20 17:20


კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ამაზე ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ოპონენტების შეფასებას გამოეხმაურა კრიმინალის წახალისების თაობაზე.

 

დეპუტატის თქმით, გუშინ შეიძლება, მოძალადე არ გაქცეულიყო და სპეცოპერაციის ჩატარებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ საფრთხის წინაშე დადგებოდა მოქალაქე, მძევალი და გარშემო მყოფი ადამიანები.

 

„რასაკვირველია, ეს დიდ დივიდენს იმ პოლიტიკურ პარტიას მოუტანდა, ვინც კითხვას სვამს – რამდენად სწორად იმოქმედა პოლიციამ. პოლიციამ სწორად იმოქმედა, ვახტანგ გომელაურმა და ის მოწოდების სიმაღლეზე იყო. კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც.

თქვენთვის ეფექტური ოპერაცია ის არის, როცა ადამიანი დაიღუპება, მხიარულება და ჟივილ-ხივილი ატყდებოდა გარკვეულ მედია საშუალებებში. ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიმართ კითხვები აგრესიული იქნება. თქვენს დროს ბანდიტიზმი იყო გაჯეჯილებული, ჩვენს დროს ასე არ არის. წინა მმართველობისას ბანდიზმი თავად ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო. 2005 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი, ვიდრე 2013 წლიდან 2019 წლამდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერსად წაუხვალთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები