პოლიტიკა

მთავრობა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მცხოვრებლებს “მკაცრი რეკომენდაციით” მიმართავს

23.10.20 14:00


საქართველოს მთავრობა 3 ქალაქის მოსახლეობას “მკაცრი რეკომენდაციით” მიმართავს, რომ პირბადე გარე სივრცეებში ატაროს. შესაბამის განცხადება დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

 

გარე სივრცეში იგულისხმება ქუჩა, სკვერი და ა.შ.

 

რაც შეეხება 3 ქალაქს, რომელსაც ეს რეკომენდაცია ეხება, საუბარია თბილისზე, ქუთაისსა და ბათუმზე. მისივე თქმით, განსაკუთრებით სასურველია პირბადის ტარება ისეთ გარე სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა რთულია, მაგალითად ავტობუსის გაჩერებაზე.

 

მეზვრიშვილის განცხადებით, ეს საკითხი გაკონტროლდება შსს-ს წარმომადგენლებისა და შრომის ინსპექციის მხრიდან.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები