პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი - წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში პოლარიზაციის მომატების უფრო მეტი რისკია

23.10.20 16:00


ჩვენი ყველას ამოცანაა, საარჩევნო კამპანიები დაფუძნებული იყოს პროგრამებისა და პარტიების კონსტრუქციულ ჭიდილთან და არა ასეთი ტიპის აგრესულ ქმედებებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, ეს საარჩევნო კამპანია, წინა საარჩევნო კამპანიებთან შედარებით, ნაკლებად პოლარიზებული და დაძაბულია.

 

"ჩვენ ვერ მივესალმებით ძალადობის ვერც ერთ ფაქტსა და გამოვლინებას ვერც ოპოზიციისა და ვერც მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. ამ მიმართულებითაც ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მმართველი პარტიის მხრიდან იყო არაერთი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი სახის ქმედებებისგან, არ აყვნენ იმ პროვოკაცის, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყოს.

წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეების განმავლობაში უფრო მეტი რისკია პოლარიზაციის მომატების და, ამ თვალსაზრისით, მოვუწოდებდით ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები