საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ორი ადამიანი კი დაჭრილია

30.10.20 17:40


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი.

 

"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, კაცმა მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც მეზობლებს და ცოლის ძმას ესროლა. არსებული ინფორმაციით, ორი დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსსა“ შსს-ში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იძიებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები