პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ეს არ იყო კარგად ჩატარებული და ადმინისტრირებული არჩევნები

05.11.20 14:20


„მე, როგორც გარედან დამკვირვებელ პირს, რომელიც უბრალოდ, ძალიან დეტალურად ვადევნებ თვალ-ყურს ყველაფერს, რაც საჯარო სივრცეში ხდება, მაქვს რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა. ერთი, რომ ეს არ იყო კარგად ჩატარებული და ადმინისტრირებული არჩევნები. ეს იყო ცუდად ჩატარებული არჩევნები”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.

 

“პრობლემები ზედაპირზეა. იმისთვის, რომ ცესკო-მ მწყობრში ჩააყენოს ვითარება, რომელიც თავისი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით და ცუდად მართული პროცესით არია, აუცილებელია, გაასწოროს ყველა ის ხარვეზი, რაც კენჭისყრის დროს დაფიქსირდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები