პოლიტიკა

ფინანასთა მინისტრი ლარის რეკორდულ გაუფასურებასაც ოპოზიციას აბრალებს

05.11.20 16:20


ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე.

 

"ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, ამ მომენტისთვის არანაირი ობიქტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად არის იმ მოვლენებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკური დაძაბულობასთან, რაც დღეს ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, არ არის ეს რთული მისახვედრი, ემპირიულადაც ჩანს", — აცხადებს მაჭავარიანი.

 

ცნობისთვის,კომერციულ ბანკებში ერთი ევროს ღირებულებამ 4 ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსს, 4 ნოემბრის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულება 3,9042 ლარია, ხოლო ერთი დოლარის — 3,3409.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები