პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

05.11.20 17:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრის ძირითადი თემა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა, როგორც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებული და კონკურენტული არჩევნები.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად „კოვიდ19“-ის პანდემიისა, მოქალაქეთა აქტივობა არჩევნებში მაღალი იყო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა არაერთი პოზიტიური სიახლე უზრუნველყო, როგორიცაა პროპორციული მანდატების თანაფარდობის გაზრდა, მრავალპარტიულობა და ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. არჩილ თალაკვაძემ მარკ კლეიტონს სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

 

 

 

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები