პოლიტიკა

აინარს კატკოვსკისი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მიესალმება

06.11.20 10:00


საქართველოს პარლამენტთან ინტერ-დისციპლინარული ურთიერთობების ჯგუფის თავმჯდომარე, აინარს კატკოვსკისი მიესალმება საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

უწყების ცნობით, აინარს კატკოვსკისმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერილით მიმართა ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა მაისურაძეს. კატკოვსკისი წერს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლება უმეტესწილად იყო დაცული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების მიუხედავად, რაც წარმატებით იქნა დაძლეული.

 

წერილში, ის გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციები შესრულდება 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე რაუნდისას.

 

„ნება მიბოძეთ გამოვხატო რწმენა, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის არსებული და ჯეროვნად განვითარებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ორივე ერის სასარგებლოდ. გარწმუნებთ ჩემს უდიდეს პატივისცემაში და მოუთმენლად ველი ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ განვითარებას“, - წერს აინარს კატკოვსკისი.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები