პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის

06.11.20 10:45


„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე. თუმცა, ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს ვერ იქნება რევიზიის საგანი. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ როგორც კი პროცესი მიმდინარეობს სამუშაო რეჟიმში და ხდება ხმების გადათვლა, მაშინვე ოლქებთან ჩნდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ხდება გარკვეული პროვოკაციების მოწყობა.

შთაბეჭდილება, მრჩება, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანია დესტრუქცია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატს გამოიყენებენ და „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირებას საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ.

 

„მე ძალიან გამიხარდებოდა, თუ ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები შემოვიდოდნენ პარლამენტში და იქ გააგრძელებდნენ მუშაობასა და თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებას, გამოიყენებდნენ საპარლამენტო ტრიბუნას. რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა პარლამენტში. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენი აქვს მხარდაჭერა. მოსახლეობამ გადაწყვიტა ისიც, თუ ვინ უნდა იყოს უმრავლესობით პარლამენტში, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზე“ მაქვს საუბარი.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს გამოუცხადეს, იქნება ღირსეული პასუხი მათგან და პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები