პოლიტიკა

„გამოდი გარეთ, დაიცავი შენი ხმა“ - ოპოზიციის აქცია-მსვლელობა გრძელდება

06.11.20 12:00


„გამოდი გარეთ, დაიცავი შენი ხმა“ - ამ მოწოდებით ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ.

 

აქცია მსვლელობა სააკაძის მოედნიდან დაიწყო.

 

ოპოზიციის ლიდერები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მათ მხარდამჭერებს, რომ 8 ნოემბერს მოვიდნენ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე და კიდევ ერთხელ გააპროტესტონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.

 

აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მიემართებიან, ხოლო ამის შემდეგი ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივლენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები