პოლიტიკა

მამუკა ტუსკაძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანს

06.11.20 14:00


პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში დღეს სარჩელს შეიტანს. ინფორმაციას მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის" ავრცელებს.

 

როგორც მათ სარჩელშია აღნიშნული, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს.

 

„ მოგეხსენებათ,რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სსსკ 164-ე და 1643-ე მუხლების დარღვევით. რაც გამოისახა ხმის მიცემის ფარულის დარღვევა, ხმების არასწორად დათვალასა და არჩევნების შედეგების არასწორ შეჯამებაში. რასაც საბოლოო შედეგად მოჰყვა არჩევნების გაყალბება. ჩვენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა და ხმა მივეცით "სოციალური სამართლიანობისთვის", საარჩევნო ნომერი "34". საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში არ არის ასახული შესაბამისი ხმა. ვითხოვთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და გამოვლენილ მთვლელებს”,- აღნიშნულია სარჩელში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები