პოლიტიკა

ცესკოს თანამშრომლის თქმით, სამსახურიდან “არჩევნების გაყალბების” გამო მიდის

06.11.20 14:20


ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა თანამდებობ დატოვა. ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

როგორც თავად “მთავარ არხთან” საუბრისას განმარტავს, სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

 

“მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგი მიზეზთა გამო, მთავარი მიზეზი ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ტოტალურად გაყალბდა და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის”, – განაცხადა ბურდულმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე ვისგან მოდის აღნიშნული ინსტრუქციები, ბუდულმა განაცხადა, რომ კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა “ეს არის სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს”.

 

ბურდულის თქმით მმართველ პარტიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ყველაფერში ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს და ისინი სრულად არიან ჩართულები გაყალბების პროცესში.

 

ნეტგაზეთი ცდილობს ბურდულთან დაკავშირებას დეტალების დასაზუსტებლად, მათ შორის იმის გასარკვევად თუ რა ინფორმაცია აქვს მას არჩევნების გაყალბების თაობაზე, რის შესახებაც მან “მთავარ არხს” განუცხადა.

 

“ნეტგაზეთს” ცესკოში დაადასტურეს, რომ ივანე ბრუდულმა თანამდებობა ნამდვილად დატოვა, თუმცა მის ბრალდებებზე განმარტება არ გაუკეთებიათ.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს უნდლობლას უცხადებს და არ აპირებს მიღებული საპარლამენტო მანდატების გამოყენებას. ცესკოსა და მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას უარყოფენ და საუბნო კომისიებში დაფიქსირებულ ხარვეზებს, რომელიც ოქმებში ბალანსის დარრვევას უკავშირდება ტექნიკური და ადამიანური ფაქტორებით ხსნიან, რომელიც შემდგომში შესწორების ოქმებით აღმოიფხვრა. არასამთავრობო სექტორში იმ უბნების შედეგების გაბათილებასა და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ, სადაც ოქმებში ბალანსი არ ჯდება.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები