პოლიტიკა

ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, უნდა გადმოვიტანოთ პოლიტიკურ პლატფორმებზე - დარბევის შემდეგ პრემიერი ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს

09.11.20 14:20


პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე უდნა გადაიტანონ.

 


მისი თქმით, ამაში სტრატეგიული პარტნიორებიც უნდა ჩაერთონ.

 

"რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს.

ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა", -აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები