პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ხელახალი არჩევნების ჩატარება - ამ საკითხზე დიალოგისთვის ვართ მზად

09.11.20 14:40


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

 

ბოკერიას თქმით, როგორც ევროპული საქართველო, ისე სხვა ოპოზიციური პარტიები მზად არიან დიალოგისათვის, თუმცა დიალოგის მთავარი საკითხი უნდა იყოს არჩევნები, მისი სამარცხვინო შედეგები და ხელეხალი არჩევნების ნორმალური ჩატარება.

 

„კრიზისი გამოიწვია მთელმა წლებმა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, თუმცა ამის კულმინაცია იყო არჩევნები. ამიტომ, დიალოგი აბსოლიტურად ნორმალური რამეა და ოპოზიციამ მთლიანად, მათ შორის ევროპულმა საქართველომ თქვა, რომ დიახ, დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისი დროს, ოღონდ შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემაზე.

 

მთავარი საკითხი, რომლის შიგნითაც არის ბევრი ქვესაკითხი, არის ეს არჩევნები და მისი სამარცხვინო შედეგები, მისი გაუქმება და ხელახალი არჩევნების ნორმალური ჩატარება. დიალოგისთვის ამ საკითზე ვართ მზად.“ - განაცხადა ბოკერიამ.

 

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები