პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული

09.11.20 15:00


„ქართული ოცნების” წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია 8 ნოემბერს, ცესკოს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ქანთარია მოუწოდებს „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, არ მოინდომონ კონფლიქტში ჩარევა და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

 

„რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული. რადგან დაინახეს, რომ მშვიდობიანი პროტესტით ფონს ვერ გადიან, ახლა შეეცადნენ გაამწვავონ სიტუაცია, მიაღწიონ მსხვერპლს. როგორმე საზოგადოებას დაანახონ სისხლი, რაც მათი აზრით, აღაშფოთებს მოსახლეობას, გაზრდის საპროტესტო მუხტს და უმართავ პროცესებს გამოიწვვს. ნაც.აქტივისტ კუპრავას მიერ ამ გეგმის გახმიანება – „600 პროტესტანტით ცესკოს ჰაერში ავწევთ”, ამ გეგმის მკაფიო დადასტურებაა.

მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს, იმოქმედონ სრულიად კანონის შესაბამისად, მაგრამ ფრთხილად და არ წამოეგონ პროვოკაციებს. ასევე, ვთხოვ „ქართული ოცნების” უამრავ მომხრეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მოინდომონ კონფლიქტში ჩართვა. ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რომ აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა.

იმედია, ყველა დებოშიორი გონს დროზე მოეგება. სააკაშვილის ფანტაზიები ამ ქვეყანაში ვერ და არ ასრულდება,” – აღნიშნავს ქანთარია.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები