პოლიტიკა

გიგა ბოკერია - დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისი დროს, ოღონდ ის შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემაზე

09.11.20 15:40


დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისი დროს, ოღონდ ის შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

 

ბოკერიას თქმით, როგორც „ევროპული საქართველო“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიები, მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა მისივე თქმით, დიალოგის მთავარი საკითხი უნდა იყოს არჩევნები, „მისი სამარცხვინო შედეგები და ხელეხალი არჩევნების ნორმალური ჩატარება“.

 

„კრიზისი გამოიწვია მთელმა წლებმა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, თუმცა ამის კულმინაცია იყო არჩევნები. ამიტომ, დიალოგი აბსოლუტურად ნორმალური რამეა და ოპოზიციამ მთლიანად, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“ თქვა, რომ დიახ, დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისის დროს, ოღონდ შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემაზე.

 

მთავარი საკითხი, რომლის შიგნითაც არის ბევრი ქვესაკითხი, არის ეს არჩევნები და მისი სამარცხვინო შედეგები, მისი გაუქმება და ხელახალი არჩევნების ნორმალური ჩატარება. დიალოგისთვის ამ საკითხზე ვართ მზად“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე და მზად არიან, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დასხდნენ მაგიდასთან.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები