პოლიტიკა

ამირან გაყრელიძე: პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან ბრძოლას

09.11.20 16:20


“პოლიტიკაში ნუ ვრთავთ ექიმებს. ჩვენ ჩვენი საქმე გვავს და დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, პოლიტიკური პასაჟებით და ქვეტექსტებით დასმული კითხვებით… მე ხომ არ ვმალავ ეს შეკრებები როგორ მოქმედებს პანდემიაზე? ცუდად მოქმედებს. პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან ბრძოლას”, – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“მაგრამ, პოლიტიკური პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, იმიტომ რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი 4- 5 წლის განმავლობაში. როგორი პარლამენტი იქნება, როგორი პროფესიონალური პარლამენტი იქნება, როგორი დაკომპლექტებული, როგორი მსჯელობა, როგორი ახალი კანონები იქნება ქვეყანაში მიღებული. ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, დაგვანებეთ რა ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემვთან იკადრა… მე მას პასუხს არ ვცემ, სულ ცდილობენ რომ როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ. არა ბატონებო! მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ”, – განაცხადა ამირიან გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები