პოლიტიკა

ქუჩაში დგომა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ვდგავართ ქუჩაში ,კონსტიტუციური ბრძოლა არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვრჩა - ელისაშვილი

09.11.20 17:00


პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები არის ერთადერთი იარაღი, რაც დარჩა ხმების და უფლებების დასაცავად.

 


ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში მან თქვა:

 

"ქუჩაში დგომა და კონსტიტუციური ბრძოლა არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვრჩა. არჩევნები არის სამართლებრივი ამბავი - ხალხი მიდის და ხმას აძლევს რომელიმე პარტიას. ესენი ადგნენ და რაც არ აწყობდათ, ყველაფერი გადაყარეს და თქვეს, რომ ეს ასე კი არა, ისე იქნება. ანუ არჩევნებს შინაარსი გამოაცალეს. ამის შემდეგ, ძალიან მშვიდად წყნარად, როგორც კანონის პატივისმცემელი ხალხი, წავედით საოლქო საარჩევნო კომისიაში. ერთი უბნის გარდა საბურთალოზე არ გადათვალეს. იმ ერთ უბანზეც აღმოჩნდა, რომ 2 ხმა რომ მეწერა, 42 ხმა მქონია, ამის შემდეგ დახურეს და არ გადათვალეს. ამის მერე წავედით სასამართლოში, სადაც ზის ლევან მურუსიძე. რა სამართალი უნდა ვიპოვოთ ლევან მურუსიძესთან.

რაღა გვრჩება? ვინმემ ამიხსნას, რა სამართლებრივი ინსტანცია და გზა არის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ სამართალი ვიპოვოთ და არ ვიყენებთ?

ქურდებთან საქმის გასარჩევად არ წავალ და რა გავაკეთო ახლა? ქუჩაში დგომა არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ვდგავართ ქუჩაში". - თქვა ელისაშვილმა.

 

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების მითითებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა რამდენიმე რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი და პოლიციელი.

 

შეგახსნებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები იმდენად მასშტაბური იყო, რომ გავლენას მოახდენდა მის შედეგებზე.

 

აქვე, იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. ოპოზიცია და მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები