პოლიტიკა

პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება - სალომე სამადაშვილი

10.11.20 16:40


ერთიანი ნაცინალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის მიმართვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც ქუჩის პროტესტის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. სამადაშვილის თქმით, ეს პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს:


"უამრავი ზარი შემოდის. მედიასთან ვერ შევდივარ კონტაქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მხოლოდ შემიძლია ჩემი აზრი ვთქვა - პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ცხადია. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება.

პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა. თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას. მაგრამ დღეს, ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაინეს შეუძლია გაასწოროს ის გაყალბება, რაც ოცნებამ დაატრიალა 31-ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებაში მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს".

 

შეგახსენებთ, რომ ვაშაძემ დილით გაავრცელა განცხადება, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა და მიმდინარე კრიზისის მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდებდა. ვაშაძე თავის მიმართვაში საჩივრების განხილვის დასრულებას აუცილებლად მიიჩნევს. ენმ-ს თავმჯდომარე ცესკო-ს ხელმძღვანელის გადადგომის აუცილებლობაზეც საუბრობს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები