პოლიტიკა
10.11.20 18:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. „კოვიდ-19“ პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა დიპლომატს დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რამაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველყო.
საუბარი შეეხო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და უსაფრთხოების ზომებსაც. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზებას.
„ამერიკის ელჩთან ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. კელი დეგნანმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მოიწონა და აღნიშნა, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეორე ტურისთვის მზაობის საკითხსაც. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების უსაფრთხოებას ამჯერადაც სათანადოდ უზრუნველყოფს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24