პოლიტიკა

აშშ საქართველოს $132 მილიონით დაეხმარება - დავით ზალკალიანი

11.11.20 11:45


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-მ საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც 2020-2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტით განისაზღვრა.


მან ასევე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მისი ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებას:


"2020 წლის 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 2020-2021 ფისკალური წლის აშშ-ის საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია. საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა. პროექტის ამავე ქვეთავში ასევე მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი - კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაშიც აშშ-ის გენერალური მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის დამოუკიდებლობა და ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობები. კანონპროექტი ცხადყოფს, რომ ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა და მისი მთლიანობა აშშ-ის დღისწესრიგის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

ამასთან, საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მთლიანად ევროპის უსაფრთხოების ნაწილია" - განაცხადა ზალკალიანმა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომელიც 17-18 ნოემბერს იგეგმება.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები