პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, რომ პომპეო ოპოზიციასაც შეხვდეს

11.11.20 12:00


„ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა იყოს პომპეოს ვიზიტის მიზანი, ის, რომ სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის ქვეყანაში იმ დროს, როცა არჩევნები ფაქტობრივად არ ჩატარებულა და მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, ცხადია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდეს.

 

„არ ვიცი, მას რა და როგორ აქვს გაწერილი, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასთანაც ჰქონდეს შეხვედრა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები