პოლიტიკა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია

11.11.20 15:00


ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია.

 

ადგილზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო ტრანსპარანტებითა და საყვირებით არიან შეკრებილები.

 

მათი განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს დავალებით ხალხს არჩევნები მოპარა. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

 

აქციის მონაწილეებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ე.წ. საანგარიშო ხეზე ჩამოკიდებული დაუტოვეს, რადგან სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

 

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ არც საოლქო კომისიამ და არც სასამართლომ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

 

საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები