პოლიტიკა

გიგი უგულავას შეფასებით, ევროპარლამენტარების განცხადება „აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და დროულია"

12.11.20 15:00


„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ევროპარლამენტარების განცხადება „აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და დროულია".

 

როგორც ის აღნიშნავს, გაყალბებულ არჩევნებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

 

„პასუხისმგებლობა გაყალბებულ არჩევნებზე, პოლიტპატიმრებზე, ბუნებრივია, ეკისრება ხელისუფლებას. არავის არ სჯერა, რომ ცალკე რომელიმე მოსამართლე თავის შინაგანი რწმენით იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც პოლიტპატიმრებს იჭერს. ჩვენ ვხედავთ, რომ კონვეერი აქვთ გაკეთებული, იჭერენ და იჭერენ ადამიანებს. ამავე დროს გაყალბებულ არჩევნებზე ყველა ქვეყანაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას. გამოსავალი ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს პარტნიორებსაც, ისევე როგორც საზოგადოებას და ახლა ველოდებით ხელისუფლების რეაქციას",- განაცხადა უგულავამ.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები