პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ევროპელი მეგობრების შეშფოთება საფუძვლიანია, მათ პირდაპირ აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა არჩევნებმა საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა

12.11.20 16:00


ჩვენი ევროპელი მეგობრების შეშფოთება საფუძვლიანია, პირდაპირ აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა არჩევნებმა საზოგადოების ნდობა ვერ მოპოვა“,-ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებები შეაფასა.

 

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას ტყუილად გონია, რომ ოპოზიციაში განხეთქილებას შეიტანს და მათ მოსყიდვას შეძლებს.

 

„ მე ვთვლი, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრების ძალიან პოზიტიური განცხადება იყო.

რა თქმა უნდა, მათი შეშფოთება საფუძვლიანია. მათ პირდაპირ აღნიშნეს რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა არჩევნებმა საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა, რაც განაჩენია რეალურად ნებისმიერი არჩევნებისთვის. რაც შეეხება მათ მზაობას, რომ დიალოგში ჩაერთონ, ამას მხოლოდ მივესალმები. ოპოზიცია არ არის დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები. ხელისუფლებას ტყუილად გონია, რომ ის შეძლებს ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანას, ვიღაცეების მოსყიდვას, „გატეხვას“. ეს არ მოხდება, ოპოზიცია არ შევა პარლამენტში თუ ხელისუფლება დათმობებზე არ წამოვა, ასეთ შემთხვევაში, 21-ე საუკუნეში თუ შედგა საერთოდ, საქართველოს ექნება ერთპარტიული პარლამენტი“,-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების გამოფხიზლება ოპოზიციის ერთიანობას და ხალხის აქტიურობას შეუძლია.

 

„მე „ქართული ოცნების“ ადეკვატურობის იმედი არ მაქვს. 55 ათასი ადამიანი იდგა რუსთაველზე და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, პიკზე 7000 კაცი იყოო. ჯერ ერთი, 7 ათას კაცს რატომ არ უნდა მოუსმინო, 7 ათასი კაციც თუ იდგა.

ასეთი არაადეკვატურობის ფონზე, იმ არაადეკვატურობის ფონზე, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია 5%-ს ქვემოთ გადაეგდოთ და ეყალბებინათ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიდნენ, ამის ფონზე, ამას რომ გააკეთებს ხელისუფლება, მათი ადეკვატურობის თაობაზე როგორ შეიძლება საუბარი.

ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელისუფლება გამოაფხიზლოს ოპოზიციის ერთიანობა და ხალხის აქტიურობა არის“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველთვის იყვნენ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები.

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები