პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ 30 ოლქის საუბნო შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა

13.11.20 13:40


„ევროპულმა საქართველომ“ 30 ოლქის საუბნო შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, პარტიამ საუბნო შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა როგორც საოლქო კომისიებში, ისე სასამართლოში, თუმცა არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.

 

დონაძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დააკმაყოფილებს რომელიმე სარჩელს და დაადგენს რეალურ სურათს.

 

„სხდომა კანონით უნდა ჩაინიშნოს დღეს, რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რამეს შეცვლის ან რომელიმე საჩივარს დააკმაყოფილებს, რადგან თუკი აღნიშნული საჩივრების დაკმაყოფილება სურდა „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას, ისინი ამას დააკმაყოფილებდნენ ქვედა დონეზე, სადაც შესაძლებელი იყო რეალობის დადგენა და გადათვლა უბნების.“ - განაცხადა დონაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები