პოლიტიკა

საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს მთავრობასა და ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

13.11.20 14:40


საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ბრიტანეთში საქართველო ელჩ სოფიო ქაცარავას წერილს უგზავნის.

 

საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი ულოცავს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას და ორგანიზებას.

 

„ძვირფასო ელჩო ქაცარავა, საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი ულოცავს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას და ორგანიზებას. COVID პანდემიის მიერ გამოწვეული სერიოზული სირთულეების გათვალისწინებით, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამ არჩევნებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა.

 

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ბოლო პერიოდში გატარებული საარჩევნო რეფორმის მეშვეობით საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების გასამყარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი ხელშეწყობისთვის, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ესოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის.

 

იმედის თვალით შევყურებთ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საერთო ინტერესების ფართო სპექტრზე. ვუსურვებთ თქვენს პარლამენტს და მის წევრებს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებულ ახალ სესიას“, – აღნიშნულია ჯონათან ჯანოგლის წერილში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები