პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: დავალება იყო გაცემული ივანიშვილის მხრიდან, რომ ბურჯანაძე არ უნდა ყოფილიყო პარლამენტში

13.11.20 16:40


“ნინი ბურჯანაძე ერთიანი საქართველოს” წევრებმა ქვეყნის მასშტაბით არსებული საოლქო კომისიების შედეგები გაასაჩივრეს.

 

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხმები, რომელიც დააკლეს, რამდენიმე ათასს აჭარბებს.

 

ნინი ბურჯანაძის თქმით, თუ ხმების სამართლიანი გადანაწილება მოხდებოდა, მაშინ მისი პარტია ბარიერს გადალახავდა.

 

ერთადერთი ოლქი, რომლის შედეგებსაც პარტია არ ასაჩივრებს ისანია. ნინო ბურჯანაძის თქმით, მიზეზი ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაა.

 

“მთელ საქართველოში საჩივრების 90% უპასუხოდ არის დარჩენილი, რომელ სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ, თუ არ ეშინია ხელისუფლებას, რატომ არ იხილავს საჩივრებს? პირდაპირი დავალება იყო გაცემული ივანიშვილის მხრიდან, რომ ბურჯანაძე არ უნდა ყოფილიყო პარლამენტში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები