პოლიტიკა
16.11.20 10:00
18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2 - მეტრიანი დისტანციის დაცვით ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან, „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, ოპერის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიის და მელიქიშვილის მიმართულებით გაიმართება აქცია. 2- მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული და ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მდუმარე პროტესტისთვის სტიკერი მიეცემა , რომელსაც ეწერება:
"გაყალბებულია". სტიკერს დააფენს, დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საქართველოს და ამერიკის დროშები. რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ",- განაცხადა უგულავამ.
უგულავამ მოუწოდა მოსახლეობას, რომ გავიდნენ აქციაზე.
"ვფიქრობთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ძალიან ბევრ საკითხზე - მემარჯვენეობაზე, მემარცხენეობაზე და ა.შ. მაგრამ უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ამიტომ ყველა ადამიანს მინდა მოვუწოდო, ვინც თვლის, რომ არჩევნები არის გაყალბებული, სულ ერთია მოსწონს ვიღაც პოლიტიკოსი თუ არა, პარტია მოსწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინც თვლით, რომ გაყალბდა, გამოდით და მდუმარედ დააფიქსირეთ პოზიცია, დააფიქსირეთ საერთაშორისო მედიის წინაშე და ჩვენი სტუმრის წინაშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული, კანონმორჩილი საზოგადოება, გვინდა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ იპარავს არჩევნებს“, - განაცხადა უგულავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24