პოლიტიკა
16.11.20 10:15
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს Facebook Live-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მისწერა, რომ “არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა”, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს სუს-ის და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია.
“ეს არის ის, რომ თითი არ გაანძრიოთ, რა მნიშვნელობა აქვს, მიშა თუ არ ჩამოვაო… მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი… “თქვენ თუ გადაგვარჩენთ, თორემ არაფერი გამოვა” არის სუს-ის და ივანიშვილის მესიჯები. კი არ გეკამათებით, ჩემი აზრი მინდა იცოდეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვიილის თქმით, ძალიან მადლობელია ყველა ადამიანის, ვისაც დემონსტრაციებზე მისი მხარდამჭერი პლაკატები უჭირავს, მაგრამ ახლა ქვეყნის საკითხი წყდება და არა — სააკაშვილის.
“მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია… რა გინდათ? კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს, მაგრამ თქვენ რა გინდათ, გამარჯვება თუ ზვარაკად კიდევ ერთი პრეზიდენტის მიტანა? ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ ეს არის მნიშვნელოვანი, თავის შეწირვისთვისაც მზად ვარ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მას ასევე ჰკითხეს, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რატომ არ რთავენ, რაზეც უპასუხა, რომ თვითონ არ ერთვება.
მიხეილ სააკაშვილმა შეაქო “გირჩი” და ალეკო ელისაშვილი და თქვა, რომ ახლა ყველა ერთიანი უნდა იყოს.
“მე ძალიან მომწონს ალეკო ელისაშვილი, ძალიან მებრძოლი და კარგი ადამიანი ჩანს. არ ვიცნობ პირადად, იმედია გავიცნობ და თვითონაც ბევრი სტერეოტიპი ჩემთან დაკავშირებით მოეხსნება”, – აღნიშნა მან.
“გირჩთან” დაკავშირებით კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “საინტერესო ხალხია და ძალიან მაგრად იბრძვიან”.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი ბოლო პერიოდში ოპოზიციის კამათის მიზეზად იქცა.
13 ნოემბერს Facebook Live-ში მიხეილ სააკაშვილმა თქვა: “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ”. 14 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ზოგიერთ მონაწილეს გამოჩნდა პლაკატებით: “ვითხოვთ მიშას”.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს.
„ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ელისაშვილის ამ კომენტარს ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა.
“ალეკო, აი, ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?”, – დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხზე კამათი “ტვ პირველის” ეთერში გაგრძელდა, სადაც გიორგი ბარამიძეს ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდნენ.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:2921.05.24
-
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:0021.05.24
-
10:3921.05.24
-
10:0021.05.24
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24