პოლიტიკა
16.11.20 10:45
დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია „დაიცავი შენი ხმა“ გაიმართა, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას და, ასევე, უარს აცხადებენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე: „მიშა!“ „მიშა!“
აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აგრძელებს ბრძოლას, თუმცა გუნდი არ აპირებს ცალკეულ, „პარტიულ ღონისძიებაში“ მონაწილეობას.
„ლელოს“ გუნდმა დატოვა აქცია იმის გამო, რომ ეს აქცია იქცა ერთი პარტიის აქციად, „მიშა ჩამოდი“ შეძახილები, მიშა, როგორც თითქოს მთავარი წარმომადგენელი ძალა ამ ოპოზიცური ერთობისა, არ არსებობს, ეს არის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანებით, მაგრამ ორი ძირითადი საკითხის გარშემო“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მისივე თქმით, არსებობს შეთანხმება ორ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის: ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და ცესკოს ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა.
„არ ვაპირებთ პარტიულ აქციებში და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მთავარი მიზანია შევქნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული, ოპოზიციური ერთობა უნდა ემყარებოდეს ძირითად პრინციპებს და ეს პრინციპი შეთანხმებული ოპოზიციური პარტიების მიერ.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლება ივანიშვილის მარწუხებისგან და თამარ ჟვანიას გავლენებისგან.
სხვა დამატებითი მოთხოვნები, „მიშა ჩამოდი“ და ასე შემდეგ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი.
…ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციურ ერთობასთან ერთად, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს, ეს არის მიუღებელი“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ლელო“ მზად არის ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებაზე და იმ აქციებში მონაწილეობაზე, რომელიც იქნება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაზე დამყარებული და პოზიციური ერთობა შეიძლება დააზარალოს მხოლოდ ერთმა მიდგომამ – „როცა რიგი პარტიები ცდილობენ თავის ორბიტაზე ცდილობენ ამ პროცესის გადაყვანას. ეს ვერ იქნება პარტიული, ეს უნდა იყოს საყოველთაო ბრძოლა, სადაც ჩართულია ყველა პარტია“ – აღნიშნა მან.
„ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც იქნება პარტიების მიერ დაყენებული თვითნებურად, იქნება ჩვენთვის მიუღებელი, პრინციპულად გამოვალთ და ვიტყვით ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ არავის უნდა გაუკვირდეს ოპოზიციური პარტიების აქციებზე შეძახილები „მიშა“ და „მიშა ჩამოდი“, რადგან მიხეილ სააკაშვილმა „დამოუკიდებელი სახელწიფო შექმნა“.
„კი ბატონო ერთად დგომა, კი ბატონო, დაყვავება, მაგრამ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ ყველამ. …დღეს არ არის „ეს მომწონს – ის მომწონს“ გარჩევის ვითარება. ჩვენ, ასობით ათას ქართველს, ყველას ერთად გვიყვარს საქართველო, მაგრამ ჩვენ, კონკრეტულად ვინც ვართ „ნაციონალური მოძრაობის წევრები“, პატივს ვცემთ და გვიყვარს საქართველოს თანამედროვე სახელწიფოს შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი და ის უნდა ჩამოვიდეს“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24